„კარგია, რომ სწორედ კახა კუჭავა შეარჩია „ქართულმა ოცნებამ“ იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ურთიერთობები აქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან,“- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი,
„ბატონ არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის თავჯდომარეობა მართლაც რთულ პერიოდში მოუწია, თუმცა სხვდასხვა სახის კრიზისების მიუხედავად თავს ყოველთვის ღირსეულად ართმევდა მართლაც საპასუხისმგემბლო საქმეს. განსაკუთრებით კი აღსანიშნავია მისი წვლილი მოლაპარაკებების ხანგრძლივ და საკმაოდ რთულ პროცესში, რისთვისაც ის მხოლოდ მადლობას იმსახურებს. რაც შეეხება ბატონ კახა კუჭავას კარგია, რომ სწორედ ის შეარჩია „ქართულმა ოცნებამ“, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ურთიერთობები აქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ვუსურვებ მრავალპარტიულ პარლამენტს ახალ თავმჯდომარესთან ერთად წარმატებებსა და ნაყოფიერ კანონშემოქმედებით საქმიანობას“, - წერს ნიკოლეიშვილი.