შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის Ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული ბ.ხ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ხ.-მ ქალაქ ზუგდიდში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან დიდი ოდენობით ფული მოიპარა და მიიმალა. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული რამდენიმე საათში, ქალაქ ზუგდიდში დააკავა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს მოპარული ფული. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით.