„არჩილ თალაკვაძეს რთულ დროს მოუწია მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეობა, კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეობის 6 თვიანი, დაძაბულობის, დაპირისპირებისა და მოლაპარაკებების პერიოდი“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას დასახელება კიდევ ერთი სიგნალი და გარანტია, რომ მიშელის შეთანხმების 5-ვე პუნქტი შესრულდება.
„რადგან ახლა თითქმის, ყველა პარტია უკვე პარლამენტშია, ალბათ, უკეთესი იქნება პარლამენტს ჰყავდეს თავმჯდომარე, რომელიც არ იყო ამ პროცესების უშუალო მონაწილე და იქნება ,,ყველა პარლამენტარის თავმჯდომარე". ამ პოსტზე კახა კუჭავას დასახელება, რომელიც პირადად აწარმოებდა მოლაპარაკებებს ბრიუსელსა და ვაშინგტონში, არის კიდევ ერთი სიგნალი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და გარანტიც იმისა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ხუთივე პუნქტი შესრულდება დადგენილ ვადებში, პირობების სრული დაცვით“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა წარადგინა.
არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ორი წლის განმავლობაში, 2019 წლის ივნისიდან იკავებდა.