„ბატონმა არჩილმა თავად დაიწყო ამ თემაზე საუბარი, რომ როდესაც ხელს მოაწერდა დოკუმენტს და ხელმოწერამდე ჩართული იქნებოდა ამ მძიმე და ხისტი მოლაპარაკების პროცესში, რა თქმა უნდა, ვეღარ შეასრულებდა პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლკის „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, დოკუმენტზე ხელის მოწერის დღიდან ეს თემა გაცოცხლდა.
„თავიდანვე, დავსხედით და დავიწყეთ საუბარი იმაზე, ვინ წავიდოდა მოლაპარაკებებზე, ეს იყო მთავარი თემა. უკვე იმ დროიდან ვიცოდით, რომ თუ წარმატებით დასრულდებოდა ეს მოლაპარაკებები, ადამიანი, რომელიც ხელს მოაწერდა ამ დოკუმენტს როგორც მხარე, აღარ იქნებოდა მის პოზიციაზე. თავად არჩილმა დაიწყო ამ თემაზე საუბარი, რომ როდესაც ხელს მოაწერდა დოკუმენტს და ხელმოწერამდე ჩართული იქნებოდა ამ მძიმე და ხისტი მოლაპარაკების პროცესში, რა თქმა უნდა, ვეღარ შეასრულებდა პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას. სპიკერს მრავალპარტიული პარლამენტის შემთხვევაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა ექნება გადასაწყვეტი. ახლა პარლამენტის თავმჯდომარემ როგორმე უნდა მოახერხოს და ჩასვას ეს ძალები იმ ჩარჩოში, რასაც ერთობლივი მუშაობა ჰქვია. ამაზე საუბარი იყო თავიდანვე და ამ დოკუმენტზე ხელის მოწერის დღიდან რა თქმა უნდა, ეს თემა გაცოცხლდა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.