logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: კახა კუჭავას გაცილებით უფრო დიდი რესურსი გააჩნია იყოს ნეიტრალური
- +

24 აპრილი. 2021. 23:06

 

რეალურად, კახა კუჭავას გაცილებით უფრო დიდი რესურსი გააჩნია იყოს ნეიტრალური“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკის ეთერში განაცხადა.

 

მისივე განმარტებით, არჩილ თალაკვაძე მოლაპარაკებების პროცესში „ქართული ოცნების“ ხისტ პოზიციებს წარმოადგენდა და ახალ პარლამენტს ნეიტრალურმა პერსონამ უნდა უთავმჯდომარეოს.

 

აჩიკოს მოჰყვება ის, მე ვფიქრობ პოზიტიური, შლეიფი, როდესაც ხისტი „ქართული ოცნების პოზიციით“ გამოდიოდა და შემდეგ, როგორც მხარემ ხელი მოაწერა შეთანხმებას. როდესაც შუალედური გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა დგება, სადაც ორივე მხარე კომპრომისებზე მიდის, მხარის წარმომადგენლობა, ამ შემთხევაში „ქართული ოცნების“ და შემდეგ თავმჯდომარეობა ამ პარტიების, ამას გაცილებით უფრო ნეიტრალური. კახა კუჭავა არ არის ნეიტრალური მოთამაშე პოლიტიკურ ველზე, მაგრამ რეალურად მას გაცილებით უფრო დიდი რესურსი გააჩნია იყოს ნეიტრალური და გამაერთიანებლის ფუნქცია შეასრულოს“, - განაცხადა ვოსლკიმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner