logo_geo
eng_logo
სომხეთის პრეზიდენტი ჯო ბაიდენს სომეხთა გენოციდის აღიარებისთვის მადლობას უხდის
- +

25 აპრილი. 2021. 01:07

 

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქსიანი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სომეხთა გენოციდის აღიარებისთვის მადლობას უხდის და აღნიშნულ გადაწყვეტილებას შთამაგონებელს უწოდებს. ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

 

მადლობა, ბატონო პრეზიდენტო. სომეხთა გენოციდის აღიარება გაბედული და შთამაგონებელი ქმედებაა. ის მნიშვნელოვანია სომეხი ერისთვის და ყველასთვის, ვინც მსოფლიოში სამართლიანობისკენ ისწრაფის. ის ხსნის ახალ პერსპექტივებს აშშ-ისა და სომხეთის ურთიერთობებისთვის. ის ასევე მსოფლიოს უკეთეს ადგილად აქცევს!“ – წერს სომხეთის პრეზიდენტი.

 

თეთრმა სახლმა დღეს ჯო ბაიდენის განცხადება გაავრცელა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივ მკვლელობებს გენოციდად აღიარებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner