logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ამ ქვეყანაში უკვე ჩამოყალიბდა სამი ძირითადი პროფესია...
- +

14 ივლისი. 2016. 21:17

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში ქართული ყოფის შესახებ წერს:

 

„ამ ქვეყანაში უკვე ჩამოყალიბდა სამი ძირითადი პროფესია, სადაც სამი დიპლომია საჭირო.

 

ქართველი ტაქსისტი:

- მე, ძმაო, სამი უმაღლესი მაქ დამთავრებული წითელ დიპლომზე - გეპეი, მეპეი, ჩეპეი. ამ ცხოვრების დედა ვატირე, თორემ აქ რა მინდა?!

 

ქართველი მეძავი:

- იცი, რას გეტყვი, საყვარელო? სამი დიპლომი მაქ სახლში - გახდისა, ჩახდისა და ხანდახან ჩაცმისაც. ამ ცხოვრებას რა ვუთხარი, თორემ მე ამას უნდა ვაკეთებდე?!

 

ახლად გამომცხვარი პოლიტიკოსი:

- მივიღე რა სამი განათლება უცხოეთში (გარბენა, სორბონა, მორბენა), მივხვდი, რომ ჩვენი მომავალი დამოკიდებულია ადამიანთა ცხოვრებისეული მოღვაწეობის განსაკუთრებულ ფორმაზე, საზოგადოების სახელმწიფო-პოლიტიკურ ორგანიზაციაზე, პოლიტიკურ ინსტიტუტებზე, პრინციპებზე, ნორმებზე, ეს ყველაფერი უნდა განვიხილოთ პრაგმატულ ჭრილში, სადაც საჭიროა პოლიტიკური სტრუქტურალიზმი, ბიჰევიორიზმი, რეალიზმი, პრულარიზმი და ინსტიტუციონალიზმი. ამ ცხოვრების დედა ვატირე, საქართველოს უჭირს, თორემ დავრჩებოდი უცხოეთში კარგ ხელფასზე, იქ ათჯერ მეტს მიხდიდნენ. კერძო სექტორიდანაც მაქვს უამრავი შემოთავაზება, მაგრამ აქ ხათრით უნდა ვიმუშაო!

პირველი ორისა გავიგე, მესამისა - ვერა!"- წერს ზედელაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner