logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: არჩილ თალაკვაძე უდავოდ იმსახურებს პატივისცემას და მადლობას!
- +

25 აპრილი. 2021. 21:19

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„ჯერ ერთი, არჩილ თალაკვაძის გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად გადადგომა არ არის, რადგან იგი პრეზიდიუმიდან პარტერში... გადაჯდა!

მეორეც, - არჩილ თალაკვაძე უდავოდ იმსახურებს პატივისცემას და მადლობას იმ წლებისთვის, როდესაც იგი პარლამენტის თავმჯდომარე იყო, რადგან უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო პრობლემების მოგვარების პროცესში მონაწილეობდა და სიმშვიდითა და გაწონასწორებულობით გამოირჩეოდა.

  1. S. საგანგებოდ აღვნიშნავ, რომ 2020 წლის 1 ივლისს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის იმავე დღეს გადავუხადე მადლობა საჯაროდ და ახლაც ვიტყვი, რომ მადლობელი ვარ ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის.“ - წერს მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner