ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„ბზობას გილოცავთ!
დღეს სიმონიანთხევში ტარიელ ხარხეულაურს ვესტუმრე, დიდი ტკივილის პოეტს.
ჩავიტანე წიგნები - მისი და სოფლის ბიბლიოთეკებისთვის.
პარასკევს დილით კი ჩვენს გასაუბრებას იხილავთ რუბრიკაში #სოფლებიდაადამიანები“ - წერს კეკელიძე.