logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ ჩხეტიანი: ჩვენი შეფასებით 30-36 თვე დასჭირდება მთელ პროექტს
- +

26 აპრილი. 2021. 01:37

 

 

„ზუსტი თარიღის დასახელება ამ ეტაპზე შეუძლებელია. თუმცა, ჩვენი შეფასებით 30-36 თვე დასჭირდება მთელ პროექტს,“ - ამის შესახებ “ქართუ” ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა „ტვ იმედის“ ეთერში თბილისის ცენტრალური პარკის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

 

„ვინაიდან ის ნაწილ-ნაწილ ხორციელდება, გარკვეული ნაწილი ადრე იქნება დასრულებული, და შესაბამისად როგორც კი მოვრჩებით იმ ნაწილს, რომელიც ახლა შემოღობილია, შემდეგ გადავალთ შემდეგ ნაწილზე. მოსახლეობა კი შეძლებს დასრულებული სივრცის გამოყენებას“, - აღნიშნა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

 

მისივე თქმით, ტერიტორიაზე გათვალისწინებული არის ე.წ მცირე არქიტექტურის ნაგებობები - მაგალითად კაფე, ამფითეატრი და მედიათეკა.

 

ცნობისთვის, ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას ხელი გასული წლის ოქტომბერში მოეწერა. ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები უკვე დაწყებულია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner