თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ვინც ინდოეთში ყოფილხართ, ნახავდით უამრავ ადამიანს, რომლებიც თავისთავს "little people''- ანუ პატარა ადამიანებს ეძახიან. მათ არა აქვთ სახლი, რაიმე ქონება ან ღირსება. მათ წარმოდგენაში ეს ყველაფერი "დიდი ადამიანების" ხვედრია.
ისინი ჯერ ვერავინ დათვალა, რადგან არა აქვთ საცხოვრებელი, ვარაუდობენ, რომ მათი რიცხვი 300 მილიონს აღწევს.
ასეთია მათი რეალობის აღქმა, ასე აქვთ ჩანერგილი ბავშვობიდანვე.
არის მოსაზრება, რომ წინაპრებს ეს მონური მორჩილება მათი ქვეყნის დამპყრობლებმა ჩაუნერგეს ათასეული წლების წინ.
ადამიანი ან ერი რომ დაიმორჩილო, მისი საცხოვრისი დაისაკუთრო, ამისათვის საუკეთესო საშუალება არის მისთვის არასრულფასოვნების განცდის ჩანერგვა, რის შემდეგაც ის თვითონ ინადგურებს საკუთარ თავს, ცხადია, გარედან გარკვეული სტიმულაციის პირობით.
ასეთი ეფექტურია იდეოლოგიური იარაღის მოქმედება.
სწორედ ამას აკეთებენ ჩვენი მედია და ენჯეოები, რომლებიც ფინანსდებიან და ინსტრუქციებს ღებულობენ უცხოეთიდან, ხოლო საქართველოს მთავრობა კი მათ ემორჩილება.
რაც შეეხება გუშინდელ წარდგენას, თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნები, ჩამოყალბდნენ ზოგიერთები, უნდათ თუ არა იმ ''little people"-ს დავემსგავსოთ.
ეს ზოგიერთი ვაზელინის მომხმარებლისთვის დავწერე, თავის განძრევა რომ არ უნდათ და რეალობას თავისი ხუშტურების მიხედვით ხედავენ."