logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: ჩვენ ვაშენებთ ისეთ ეკონომიკას, სადაც კერძო სექტორია დომინანტი
- +

26 აპრილი. 2021. 14:34

 

„ჩვენ ვაშენებთ ისეთ ეკონომიკას, სადაც კერძო სექტორია დომინანტი. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ძლიერ კერძო სექტორის შექმნას, საკუთრების უფლებების დაცვასა და ინვესტორის მხარდაჭერას ეფუძნება, მაგრამ, მოგეხსენებათ, სხვადასხვა დროს, ბაზარზე სხვადასხვა ვითარებაა. მაგალითად, როდესაც პანდემია მძვინვარებს, სახელმწიფოები ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ წაახალისონ კერძო სექტორი“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე განცხადებით, კერძო სექტორის წახალისების ერთ-ერთი მიმართულება და მექანიზმი არის სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების გაძლიერებული, გაზრდილი მასშტაბი.

 

„ამ შემთხვევაში, ჩვენ ვინაწილებთ იმ ხარჯებსა და რისკებს, რომელიც, სხვა შემთხვევაში, დააწვებოდა კერძო სექტორს, ნორმალურ ვითარებაში, კერძო სექტორი ამას აიღებდა საკუთარ თავზე, მაგრამ პანდემიის გამო, როდესაც ეკონომიკა შემცირდა და რისკები გაიზარდა, ეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. თქვენ იცით, რომ ჩვენ წამოვიწყეთ პრივატიზაციის კიდევ უფრო გაფართოებული პროგრამა. ესაა გაჩერებული ობიექტები, რომელებიც დღეს არ ემსახურება დასაქმებასა და ეკონომიკას და მას გადავცემთ კერძო სექტორს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner