logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: დათოს მხედველობის პრობლემა აქვს... მას მერაბიშვილის ზონდერ- პოლიციელი დაესხა თავს...
- +

14 ივლისი. 2016. 22:29



მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე ინგა გრიგოლიას გადაცემაში დავით ფაცაციასა და ზვიად კუპრავას დაპირისპირებას აფასებს:



„დათო ფაცაციას, ამ უპატიოსნეს კაცს ზურგიდან თავს დაესხა მერაბიშვილის ზონდერ- პოლიციელი. დათოს მხედველობის პრობლემა აქვს და ფაქტიურად დააინვალიდა.

 

ახლა მე მომისმინეთ ზონდერებო! როგორც ჩანს პატრონი არ ყავს ამ ქვეყანას, კორცხელში პატიოსან სპორტსმენებს 7 წლიანი ბრალი წაუყენეს, მიშას ზონდერებს არაფერს ეუბნებიან, თუ... გაქვთ ჩემთან მოდით..."- წერს ბრეგაძე.



ინგა გრიგოლიას დღის ამბების დასრულების შემდეგ, გადაცემის სტუმრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.


დებატების დასრულების შემდეგ გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა ზვიად კუპრავამ, მეორე სტუმარს "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველო"-ს ლიდერს დავით ფაცაციას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.


დაპირისპირება სტუდიის გარეთ რამდენიმე წუთს გაგრძელდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner