მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე ინგა გრიგოლიას გადაცემაში დავით ფაცაციასა და ზვიად კუპრავას დაპირისპირებას აფასებს:
„დათო ფაცაციას, ამ უპატიოსნეს კაცს ზურგიდან თავს დაესხა მერაბიშვილის ზონდერ- პოლიციელი. დათოს მხედველობის პრობლემა აქვს და ფაქტიურად დააინვალიდა.
ახლა მე მომისმინეთ ზონდერებო! როგორც ჩანს პატრონი არ ყავს ამ ქვეყანას, კორცხელში პატიოსან სპორტსმენებს 7 წლიანი ბრალი წაუყენეს, მიშას ზონდერებს არაფერს ეუბნებიან, თუ... გაქვთ ჩემთან მოდით..."- წერს ბრეგაძე.
ინგა გრიგოლიას დღის ამბების დასრულების შემდეგ, გადაცემის სტუმრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
დებატების დასრულების შემდეგ გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა ზვიად კუპრავამ, მეორე სტუმარს "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველო"-ს ლიდერს დავით ფაცაციას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
დაპირისპირება სტუდიის გარეთ რამდენიმე წუთს გაგრძელდა.