logo_geo
eng_logo
აკაკი ზოიძე: ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია!
- +

26 აპრილი. 2021. 19:00

 

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, კოვიდ 19-ის ე.წ. ინდურ შტამსა და კოვიდვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ საუბრობს.

 

ექსპერტი განმარტავს შესაძლებელია თუ არა ორი სხვადასხვა ვაქცინით აცრა.

 

აკაკი ზოიძის თქმით, არსებობს თეორიულად მოსაზრება, რომ უფრო მყარი და უფრო ეფექტიანი იმუნური პასუხი შეიძლება მიიღოს ადამიანმა, როდესაც ორი სხვადასხვა მექანიზმით ხდება იმუნიტეტის სტიმულირება.

 

„თეორიულად შეიძლება. სხვადასხვა ტიპის იმუნიტეტს იწვევს, ანუ სხვადასხვანაირი მექანიზმით იწვევენ იმუნიტეტს. არსებობს ერთი კვლევა, სადაც არის ერთი დოზა „ასტრაზენეკა“ და ერთი დოზა რუსული „სპუტნიკი“. ასევე არის მეორე, სადაც ერთი დოზა „ასტრაზენეკა“ და ერთი დოზა „ფაიზერის“ გაკეთებაზე არის საუბარი.

 

არსებობს თეორიულად მოსაზრება, რომ უფრო მყარი და უფრო ეფექტიანი იმუნური პასუხი შეიძლება მიიღოს ადამიანმა, როდესაც ორი სხვადასხვა მექანიზმით ხდება იმუნიტეტის სტიმულირება. წინააღმდეგ ჩვენება არ არის, არჩევანის საკითხია“, - აცხადებს აკაკი ზოიძე.

 

ექსპერტი ინდოეთის ეპიდვითარებასა და ე.წ. ინდურ შტამზეც საუბრობს. ზოიძე აცხადებს, რომ აღნიშნულ შტამზე ვაქცინაცია ჩვეულებრივად მოქმედებს, სწორედ ამიტომ არის იმუნიზაცია ინდოეთის უმთავრესი პრიორიტეტი.

 

„ინდოეთში, რომ მძიმე სიტუაციაა ამაზე ყველა ვთანხმდებით და ეს გამოწვევებიც ამას მეტყველებს, მაგრამ ის, რომ ინდოეთში შტამის მუტირება მოხდებოდა ესეც ლოგიკური იყო და უნდა გვევარაუდა. დიდი ქვეყანაა და მოსახლეობაა დიდია. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის აცრა, რადგან ვირუსს გავრცელების არეალი არ ჰქონდეს.

 

როდესაც აქვს გავრცელების დიდი არეალი, სახეცვლილების დიდია ალბათობაა, რომელიც შესაძლოა, უფრო სახიფათო გახდეს. ჯერჯერობით მონაცემი, მყარ კვლევაზე დამყარებული, რომ ინდური შტამი უფრო ვირულენტურია, უფრო ინფექციური ან უფრო სწრაფად ვრცელდება, ამის თაობაზე დამტკიცებული ინფორმაცია ნამდვილად არ არსებობს.

 

შეიძლება ბრიტანულ შტამზე ან ბრაზილიურზე უფრო ვირულენტურია ან უფრო სწრაფად ვრცელდებოდეს, თუმცა მოიცავს იმ მუტაციებს, რომელიც ჩვენ გვხვდება ინგლისურ და ბრაზილიურ ვარიანტებში. ბოლო 2 კვირის განმავლობაში აფეთქდა სიტუაცია ინდოეთში, მეტყველებს იმაზე როგორც ჩანს უფრო სწრაფად ვრცელდება, მაგრამ ის, რომ უფრო მძიმე მიმდინარეობა აქვს ან ან მასზე ვაქცინა არ მოქმედებს, ასეთი მონაცემი არ არსებობს, პირიქით ვაქცინა მოქმედებს და ამიტომაც დიდი პრიორიტეტია ინდოეთში ვაქცინაცია.

 

რასაც უშვებს ინდოეთის სერუმის ინსტიტუტი, ეს არის ოქსფორდ-ასტაზენეკას ვაქცინა, „კოვიდშილდი“, რომელიც რეალურად ერთადერთი გადარჩენის გზაა. არანაირი შტამების და ტალღების არ შეგვეშინდება, თუ ვაქცინაციას დროულად დავასრულებთ“, - განაცხადა ზოიძემ.

 

რაც შეეხება, დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, აკაკი ზოიძის თქმით, კიდევ ერთი „ლოკდაუნი“ ქვეყნისთვის დამღუპველი იქნებოდა.

 

„კარგია, რომ „ლოკდაუნი“ არ დააწესეს, რადგან ეს დამღუპველი იქნებოდა. საფლავზე გასვლასთან დაკავშირებით შეიძლება ბევრის უკმაყოფილება გამოიწვიოს, მაგრამ გამოსავალი არსებობს. იმატა ინფიცირების რაოდენობამ, გაიზარდა გარდაცვალების მაჩვენებელი, სამწუხარო და ტრაგიკულია, მაგრამ როგორც კი იმატებს გარდაცვალების რიცხვი, სამ კვირაში მიჰყვება გარდაცვლილთა რაოდენობა. შევეჩვიეთ და არაფრით არ შეიძლება ამასთან შეჩვევა. ერთადერთი გამოსავალი კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს არის ვაქცინაცია“, - დასძინა აკაკი ზოიძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner