logo_geo
eng_logo
იტალიაში ინდოეთში აღმოჩენილი კორონავირუსის შტამის ორი შემთხვევა გამოვლინდა
- +

26 აპრილი. 2021. 19:03

 

 

იტალიაში ინდოეთში აღმოჩენილი კორონავირუსის შტამის ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ვენეტოს რეგიონის ხელმძღვანელმა, ლუკა ძაიამ განაცხადა.

 

ინდოეთში აღმოჩენილი შტამის ორი შემთხვევა სოფელ ბასანოში დაფიქსირდა. აღნიშნული შტამით მამა და შვილი დაინფიცირდა, რომლებიც ახლახან ინდოეთიდან დაბრუნდნენ.

 

25 აპრილს იტალიამ ქვეყანაში შემოსვლა იმ პირებს აუკრძალა, ვინც ბოლო 14 დღის განმავლობაში ინდოეთში იმყოფებოდა, ხოლო იტალიის მოქალაქეებს, ვინც ქვეყანაში ინდოეთიდან ბრუნდება, 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner