„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია წინა ხელისუფლების დროს მედიის კონტროლის შესახებ წერს და მის ძველ განცხადებას იხსენებს:
„ამნეზიანებო გაიხსენეთ როგორ ქვეყანაში გვაცხოვრებდით.
თეფშის შემოტანა რომ იყო აკრძალული გახსოვთ? მედიის თავისუფლება კი არა ტელევიზორის ყურების უფლებას გვიძღუდავდით თქვე საცოდავებო.
თქვენ დაგეწვეთ ადამინის უფლებების დაცვის პარაგრაფი წინასაარჩევნო პროგრამაში."_-მიმარტავს ცაგურია „ნაციონალურ მოძრაობას."
„საქართველოს ხელისუფლება და პროკურატურა ცდილობს, არ გავრცელდეს ინფორმაცია რეგიონებში. ეგ კი არა, ახლა საკუთარი ფულით ნაყიდ თეფშებს უხსნიან. ერთ-ერთ სააგენტოზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხევსურეთში, ვისაც თეფშები აქვს დადიან და ეუბნებიან, მოხსნან.
თუ გაინტერესებთ, გადით ლილოს ბაზრობაზე და ვერც ერთ თეფშს ვერ ნახავთ, ფიზიკურად არ იყიდება, რომ მოსახლეობამ ინფორმაცია არ მიიღოს."- წერდა ცაგურია 2012 წლის 14 ივლისს.