„ნიკა მელიამ ბევრია იფიქრა თუ ცოტა, მიხვდა, რომ ოპოზიცია მაგრად „გაიხლართა“ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობაში“,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„თან ისე გაიხლართა, რომ ამნისტიის კანონის მიღება შეიძლება მაგრად გაიწელოს. ამ ვაჟბატონს კი აღარ უნდა ციხეში ჯდომა, გარეთ უნდა სეირნობა და სისულელეების ფრქვევა. ამიტომაც მოიმიზეზა „ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნება" და მოითხოვა ამნისტიის კანონპროექტის გაწვევა. უპრინციპობა თუ გინახავთ სადმე ან წაგიკითხავთ, სწორედ აი ასეთ უპრინციპობასთან გვაქვს ახლა საქმე.
ალამუთელი ვარო, მაგრამ დაიჭირეს. არ მინდა გირაოო, ახლა გირაოს ითხოვს. გაიწვიეთ დროზე კანონპროექტი, დროზე გირაოო! თუმცა ნიკა მელია არც პრინციპებით და არც ინტელექტით არასოდეს გამოირჩეოდა ადრეც, მაგრამ ის ზედგამოჭრილია ლიდერია ოპოზიციის“, - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.