თურქული მედიის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, თურქეთში სრული „ლოკდაუნი“ ცხადდება.
პრეზიდენტ ერდოღანის თქმით, ეპიდემიის დაძლევის მიზნით, თურქეთის სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ 2021 წლის 29 აპრილის 19:00 საათიდან 2021 წლის 17 მაისამდე მთელს ქვეყანაში სრული „ლოკდაუნი“ გამოაცხადოს.
თურქეთში 22 აპრილს 19:00 საათიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა აეკრძალათ.