ანალიტიკოსი დავით ქართველშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„შევარდნაძის ეპოქაში პირველად ვნახე ჯერ მხატვრული ფილმი ნიდერლანდების ციხეზე, შემდეგ დოკუმენტური - ნორვეგიულზე. მახსოვს, ვიოცნებე - ნეტავ ის დრო დაგვიდგეს, ადამიანს ციხიდან გამოსვლა არ უნდოდეს მეთქი...
ნატვრათა მატერიალიზაციის ცრუ-"ღმერთმა" დამცინა მაშინ და გამითენა რეჟიმი, სადაც რეალურ უფალს ვევედრებოდი - ციხიდან, სადაც საკონცენტრაციო ბანაკების ტრადიციები დაამკვიდრეს, შეძლებისამებრ დამიხსნას.
მაგრამ ის, პირველი ნატვრა, მაინც ამისრულდა - გვეღირსა სახელმწიფო, სადაც ციხიდან გარეთ გამოსვლა აღარ უნდათ“, - წერს ანალიტიკოსი.