"იქნებ ვინმემ გააგებინოთ მურუსიძის მოსამართლეებს, ან თვითონ მურუსიძეს, რომ სულხან მოლაშვილი სააკაშვილის რეჟიმმა შეიწირა, აღარ არის სულხანი, გარდაიცვალა, მოკლეს. იქნებ როგორმე საქმე მაინც დახურონ"- განაცხადა სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა TV-პირველის ეთერში.
მისი თქმით, სულხან მოლაშვილზე დღესაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე
"ერთ-ერთ პატიმარს აუტყდა სისხლისდენა, იცლებოდა სისხლისგან და სულხანს მოუვიდა შელაპარაკება ციხის ექიმთან, ამის გამო სულხანის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დღესდღეობითაც საქალაქო სასამართლოში არის განხილვა სულხან მოლაშვილის მიმართ , ციხის ადმინისტრაციაზე თავდასხმის გამო. დღემდე ასეთი ბრალი აქვს წაყენებული"- განმარტა მან.
თორნიკე მოლაშვილი თვლის, რომ სამართლიანობის აღდგენა ძალიან დაგვიანებულია და იმის მაგივრად, რომ ნაციონალური მოძრაობა ხმის ამოღებას ვე ბედავდეს, პრეტენზიები აქვთ და პირობებს უყენებენ ქართულ საზოგადოებას და მთლიანად საქართველოს.
„ეს ყველაფერი კოჰაბიტაციის შედეგია. რომ არ კოჰაბიტაცია, საქართველო დღეს გაცილებით წინ იქნებოდა"- განაცხადა მან.