რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმამ მესტიის მუნიციპალიტეტს პრობლემები შეუქმნა. კერძოდ, მუჟალსა და ჟაბეში მეწყერი ჩამოწვა და 8 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
სტიქიამ დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა, მათ შორის შიდა სასოფლო გზები და ნაპირდამცავი გაბიონები. ასევე დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და სავარგულები.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, ადგილზე საპრევენციო სამუშაოები მიმდინარეობს, მუშაობს სპეცტექნიკა. ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ, პრობლემა არ შექმნილა.