logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: ნინო ბურჯანაძის აზრით მე ვარ მავნებელი... როგორც ჩანს, მე თქვენ ვერ გადაგარწმუნებთ!
- +

14 ივლისი. 2016. 23:55


 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი  ნინო ბურჯანაძეს მიმართავს:

 

 

„ეს ნინო ბურჯანაძის სიტყვებია!!!

მისი აზრით მე ვარ მავნებელი იმიტომ, რომ ყველაფერი გავაკეთე საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემაში გაერთიანებისთვის!!!

 

მე კი ვამაყობ ამით!!!!

 

ეს არის ჩვენს შორის სხვაობა.

 

მე ამ აზრს ვერ შემაცვლევინებთ და  როგორც ჩანს მე თქვენ ვერ გადაგარწმუნებთ!!!

 

საღამო მშვიდობისა ნატოსკენ მიმავალო საქართველო!!!!

 

კურიერი 21:54

ნინო ბურჯანაძემ საქართველოს უბლოკო სტატუსთან დაკავშირბეით ინიციატივა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენა. მისი თქმით, ქვეყანამ უარი უნდა თქვას ნებისმიერ სამხედრო ბლოკში, მათ შორის ჩრდილოატლანტიკურ ალიანში გაწევრიანებაზე. ბურჯანაძის თქმით, ქართულმა მხარემ ალიანსს ხელი არ უნდა შეუწყოს, რომ სამხედრო ტექნიკა შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში განათავსოს.

 

ნინო ბურჯანაძე: ამას ვამბობდი მე, როდესაც ვლაპარაკობდი დღევანდელი თავდაცვის მინისტრის მავნებლურ განცხადებებთან დაკავშირებით !!! როცა გაკეთედა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ თავისი პორტები და საზღვაო აკვატორია ისევე უნდა გამოაყენებინოს ნატოს როგოც ნატოს წევრ სახელმწიფოებს სჩვევია. ეს ძალიან სახიფათოა და ის რომ ჩვენ ამ სახიფათო თამაშებში არ ჩავერთოთ და ის რომ ჩვენ გვქონდეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოევბის გარანტია, ნამდვილად იქნება ეს ყველაფერი დამოკიდებული იმაზე, რომ ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება და საქართველომ გამოაცხადოს უბლოკო სტატუსი"


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner