ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკო მჭედლიშვილი პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც ითვალისწინებს 63 მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი, კულტურული, ისტორიული ობიექტების რეაბილიტაციას და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას.
როგორც ნიკო მჭედლიშვილმა PIA.GE-სთან საუბარში აღნიშნა, რეგიონების ცენტრებში აღნიშნული განახლება მისასალმებელია და ეს კარგია.
„ის, რომ კულტურული ცენტრები განახლდება, მუზეუმების რეაბილიტაცია იქნება და განახლება მოხდება, ეს კარგია, საბოლოო ჯამში მაინც სახელმწიფოს საზრუნავია. რაც მეტი ობიექტი განახლდება, ცხადია, ეს კარგი იქნება.
რეგიონების განვითარების ფარგლებში თუ იმოქმედებს მთავრობა, ქალაქების ცენტრები და მუზეუმები განახლდება. გვახსოვს მესტიის მუზეუმი გაკეთდა ძალიან კარგად რამდენიმე წლის წინ, ეს იქნება ძალიან კარგი ინიციატივა.
რეგიონების ცენტრებში აღნიშნული განახლება მისასალმებელია, კარგია საბოლოო ჯამში, რომ 500 მილიონი რეგიონებზე დაიხარჯება, თან იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკური აქტივობაა შეზღუდული პანდემიის გამო.“ - განაცხადა ნიკო მჭედლიშვილმა.