logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ ანთიძე: კულტურული მემკვიდრეობის ზონები ძალიან ცუდად შეიცვალა...
- +

15 ივლისი. 2016. 00:22



2009 წელს საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა ნუსხაში მარტივი მიზეზების გამო შევედით. პირველი, ეს იყო ქალაქთმშენებლობის დოკუმენტაციის არარსებობა და მეორე - გარკვეული მშენებლობებისთვის სახელმწიფო მიწების გასხვისება. ამის შემდეგ, საქმე კიდევ უფრო რეგრესისკენ წავიდა, დამცავი ზონების სისტემა შეიცვალა და მტკვარი-არაგვის შესართავთან მშენებლობები დაიწყო. კულტურული მემკვიდრეობის ზონები ძალიან ცუდად შეიცვალა. ყველაზე მკაცრი დაცვის არქეოლოგიურ ზონას და ლანდშაფტის ზონას ტერიტორიები მოეჭრა და განაშენიანების ზონაში გადავიდა", -  განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ გადაცემა 2030-ში.


მისი თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ მცხეთაში აშენებულ შუშის შენობებს შეუსაბამო ნაგებობების სტატუსი მიენიჭოს.


"ჩვენ ვმსჯელობთ, რომ მცხეთაში აშენებულ შუშის შენობებს შეუსაბამო ნაგებობების სტატუსი მივანიჭოთ და როცა სახელმწიფოს უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება, ამ შენობების სხვა ადგილას გადატანა მოხდეს. საუბარია პოლიციის, გუბერნიის და საქსტანდარტის შენობებზე. მეოთხეა იუსტიციის სახლი, რომლის მშენებლობაც შეჩერდა. ამ ტერიტორიებზე კერძო მესაკუთრეებიც არიან და მათი ინტერესები გასათვალისწინებელია. მიმდინარეობს მსჯელობა, როგორ უნდა მოხდეს მათი კუთვნილი ობიექტების ადგილმონაცვლეობა და კერძო მესაკუთრეებისთვის კომპენსაციების გადახდა. ისინი ძალიან ღელავენ, მაგრამ ყველაფერი ისე გადაწყდება, რომ მცხეთის ზონებს საფრთხე არ შეექმნება და მათი ინტერესები დაცული იქნება", - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner