logo_geo
eng_logo
სპეცოპერაცია ქვემო ფონიჭალაში - დააკავეს პირები, რომლებიც ნარკოტიკებს ბავშვს ასაღებინებდნენ
- +

27 აპრილი. 2021. 15:18

 

 

ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაცია ტარდება. სპეციალური ღონისძიება ნარკოდანაშაულს უკავშირდება.

 

დაკავებული ერთი ოჯახის რამდენიმე პირი.

 

„საპეცოპერაცია ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას უკავშირდება. ეს საქმე უპრეცედენტოა იმ კუთხით, რომ ფიგურირებს არასრულწლოვანი, რომელიც ნარკოტიკებს სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებას ახდენდა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

 

საქმეზე გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულსიხმობს.

 

გამოძიებას ცენტრალური კრიმინალური პოლიცია აწარმოებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner