რა სქემით დაათმობინა მფლობელებს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა 2010 წელს ფოთის ტერმინალის 50 მილიონიანი ქონება. ფოთის ტერმინალის მითვისების საქმეზე დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს. ფოთის ტერმინალის ყოფილი მფლობელის თამაზ ნიჟარაძის ძმამ ჩვენებაში კეზერაშვილის მიერ ქონების იძულებით წართმევის დეტალებზე ისაუბრა.