ბიზნესმენ ლევან ვასაძესა და ნინო დურგლიშვილს მერვე შვილი ეყოლათ. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ვასაძეს ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც ანა დაარქვა.
როგორც ambebi.ge-ს ლევან ვასაძის ერთ-ერთმა მეგობარმა განუცხადა, ბიზნესმენის ცოლმა თურქეთში იმშობიარა და ისინი საქართველოში მალე დაბრუნდებიან.
ცნობისთვის, ლევან ვასაძესა და ნინო დურგლიშვილს აქამდე ოთხი ვაჟი და სამი გოგონა ჰყავდათ.