საფრანგეთში ქვემო რეინისა და პუი-დე-დომის დეპარტამენტებში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, სამართალდამცველებმა ჩეჩნური თემის 7 წარმომადგენელი დააკავეს.
როგორც ფრანგული მედია იუწყება, დაკავებულ ჩეჩნებს შორის ექვსი რუსეთის, ხოლო ერთი საქართველოს მკვიდრია.
არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია საფრანგეთის ეროვნული ანტიტერორისტული პროკურატურის გამოძიების ფარგლებში ჩატარდა, რომელიც სირიაში მებრძოლების დაფინანსებას უკავშირდება.