logo_geo
eng_logo
თამარ ტალიაშვილი: დღეს პარლამენტმა აჩვენა ევროპული ღირებულებების სტანდარტი
- +

27 აპრილი. 2021. 19:58

 

 

„დღეს პარლამენტმა აჩვენა ევროპული ღირებულებების სტანდარტი“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„არჩილ თალაკვაძემ, თავისი გადაწყვეტილებით ახალი შესაძლებლობა შექმნა პარლამენტისთვის პოლიტიკური ცხოვრების ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე. ასე მხოლოდ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსები იქცევიან.  

დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ კახა კუჭავა, თავისი პროფესიონალიზმითა და საუკეთესო პერსონალური თვისებებით იქნება საქართველოს პარლამენტის ძალიან წარმატებული თავმჯდომარე.

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი გახდა იმითაც, რომ 6 თვიანი ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი აღმოიფხვრა და გაიმარჯვა საქართველოს ევროპულმა არჩევანმა. გაიმარჯვა საზოგადოების არჩევანმა უსაფრთხოების, სტაბილურობისა და საერთო ეროვნული გამოწვევების წინაშე ერთიანობის სასარგებლოდ.

ნათელია, რომ ქვეყნის იმიჯისა და ევროპული მომავლისათვის საზიანო ნაბიჯებს დესტრუქციული ძალები კვლავ გადადგამენ, მაგრამ დღეს საბოლოოდ გაცხადდა, რომ ამ დესტრუქციულმა ძალებმა დაკარგეს პოზიციები როგორც ოპოზიციაში, ისე ხალხისა და ევროპელი პარტნიორების თვალში“, - წერს ტალიაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner