logo_geo
eng_logo
თურქეთის პარლამენტმა 1915 წლის მოვლენების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება მტკიცედ დაგმო
- +

27 აპრილი. 2021. 20:04

 

 

თურქეთის პარლამენტმა 1915 წლის მოვლენების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება მტკიცედ დაგმო.

 

თურქეთის პარლამენტში აღნიშნავენ, რომ სომეხთა გენოციდის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება უსაფუძვლოა.

 

„იურიდიული და მორალური თვალსაზრისით, აშშ-ის პრეზიდენტი უფლებამოსილი არ არის ისტორიულ საკითხებზე იმსჯელოს. ბაიდენმა უნდა შეცვალოს ეს მცდარი განცხადება, რომელიც ისტორიულ ფაქტებთან არათავსებადია და ჩვენი ერის ნამუსს შეურაცხყოფას აყენებს. მოგიწოდებთ, უარი თქვათ ამ განცხადებაზე, რომელიც ნეგატიურ გავლენას მოახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე“, - ნათქვამია თურქეთის პარლამენტის განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner