logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: „მიხუილა“ ვაი შენს პატრონს და უი შენს დაშლილ- დაქუცმაცებულ ჩანგალა პარტიას!
- +

15 ივლისი. 2016. 00:53



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ოდესის ოლქის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და „ქართული ოცნების" განახლებული სახეების შესახებ, სააკაშვილის განცხადებას ასე ეხმიანება:



„მიხუილაა ვაი შენს პატრონს და უი შენს დაშლილ- დაქუცმაცებულ ჩანგალა პარტიას.


„ჩვენი პარტიის ყველა, მათ შორის ახალი კანდიდატი, სრულად შემდგარი და ჩამოყალიბებული ფიგურაა. "ნაციონალური მოძრაობა" არა მხოლოდ არ დაიშალა, არამედ გაძლიერდა ყველა განსაცდელის შემდეგ. "ოცნების" ამ ცარიელი სიის შემხედვარე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ არჩევნებში გარდაუვალი მარცხის შემდეგ, ეს პოლიტიკური ჯგუფი გაქრება, როგორც შარშანდელი თოვლი და ვეღარ დააბრკოლებს ქვეყნის წინსვლასა და აღმშენებლობას" - See more at:



აქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების" მიერ პარტიის ახალი სახეების წარდგენას ეხმაურება.


"ივანიშვილის საარჩევნო სია ნათელი აღიარებაა რუსი ოლიგარქის პოლიტიკური პროექტის სრული კრახის, ვინაიდან აშკარად წარმოადგენს არაფრისმთქმელი "ახალი სახეებით", არსებული სიმახინჯის შენიღბვის უმწეო მცდელობას. ივანიშვილს ეგონა, რომ ჩვენ გვბაძავს და სინამდვილეში გამოუვიდა შევარდნაძისათვის მიბაძვა, რომელმაც თავისი დაღმასვლის პერიოდში სცადა "მოქალაქეთა კავშირში" ჩვენი რეფორმატორული ჯგუფის დაბალანსება CV-ბით შერჩეული, უცხოეთის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებით, რომლებიც მაშინაც სრული არარაობები აღმოჩდნენ.

 

ჩვენი პარტიის ყველა, მათ შორის ახალი კანდიდატი, სრულად შემდგარი და ჩამოყალიბებული ფიგურაა. "ნაციონალური მოძრაობა" არა მხოლოდ არ დაიშალა, არამედ გაძლიერდა ყველა განსაცდელის შემდეგ. "ოცნების" ამ ცარიელი სიის შემხედვარე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ არჩევნებში გარდაუვალი მარცხის შემდეგ, ეს პოლიტიკური ჯგუფი გაქრება, როგორც შარშანდელი თოვლი და ვეღარ დააბრკოლებს ქვეყნის წინსვლასა და აღმშენებლობას",-წერს სააკაშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner