„ქვეყანა, სადაც რურუას პოლიტპატიმრად რაცხავენ და პრეზიდენტს აწყალებინებენ, კახი კავსაძისნაირი კაცების ღირსი აღარ არის!“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„ორი საქართველო:
ერთ საქართველო დიდი ქართველი არტისტის კახი კავსაძის გარდაცვალებას გლოვობს!
მეორე საქართველო დიდი ქართველი განგსტერისა და სისხლისხვრეპიას ჟორიკა რურუას გათავისუფლებას ზეიმობს!
სიმბოლურია და ნიშანდობლივია, რომ კახი კავსაძის ამა სოფლიდან გასვლა და ჟორიკა რურუას ციხიდან გამოსვლა ერთ დღეს მოხდა:
ქვეყანა, სადაც რურუას პოლიტპატიმრად რაცხავენ და პრეზიდენტს აწყალებინებენ, კახი კავსაძისნაირი კაცების ღირსი აღარ არის!“, - წერს ხუბუა.