logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ამნისტია ეხება როგორც პროტესტის მონაწილეებს, ასევე სამართალდამცველებს, საკითხი დახურულია, წერტილი
- +

28 აპრილი. 2021. 00:41

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამნისტია 20 ივნისის მოვლენებისას ბრალდებულ ყველა პირს შეეხება - როგორც აქციის მონაწილეებს, ისე სამართალდამცველებს.

საკითხზე მან „რუსთავი 2“-ის ეთერში უსაბრა:

 

„პარლამენტი ვერ იხელმძღვანელებს ინტერპრეტაციებით, ყველამ უნდა იხელმძღვანელოს იმ ტექსტით, რომელიც იყო ხელმოწერილი. დიახ, ტექსტში არ წერია პოლიციელებზე და როცა ამას აზუსტებს პოსტფაქტუმ ქალბატონი სამადაშვილი, მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერა დოკუმენტს, მათ ეს ძალიან კარგად ჰქონდათ განმარტებული და ხელი მოაწერეს მხოლოდ ამ განმარტების შემდეგ. ტექსტში რაც წერია, არის სიტყვა-სიტყვით შემდეგი: რომ 20 ივნისის მოვლენები, რომელიც რჩება პოლიტიკური დაპირისპირების საგნად, ამ ამნისტიით უნდა დაიხუროს ისე, რომ მომავალში აღარ იყოს დაპირისპირების საკითხი.

შესაბამისად, ეს ტექსტი პირდაპირ აცხადებს იმას, რომ როგორც ნიკანორ მელიას და პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას ახორციელებდნენ, ასევე, ადამიანებს, რომელზეც გამოძიება იყო დაწყებული, რომ, შესაძლოა, მათ გამოიყენეს გადაჭარბებული ძალა ან გადაამეტეს უფლებამოსილებას, უნდა შეეხოთ ამნისტია.

 

რაც შეეხება ევროკონვენციის მესამე მუხლს, რომელიც უკავშირდება არაადამიანურ მოპყრობას, წამებას, და სიცოცხლის უფლებას, ამ შემთხვევებში ჩვენ ჩავწერეთ, რომ ეს ამნისტია ასეთი ტიპის დანაშაულზე არ გავრცელდება. შესაბამისად, თუ პროტესტის რომელიმე მონაწილესთან ამ მუხლის დარღვევა დადასტურდება, რა თქმა უნდა, ამნისტია არ დაფარავს ამას. ასე რომ, ეს საკითხი დახურულია, წერტილი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner