ოპერის თეატრის წინ საქართველოს სახალხო არტისტის, ლეგენდარული მომღერლის, თენგიზ მუშკუდიანის ვარსკვლავი გაიხსნა.
საღამოზე თენგიზ მუშკუდიანს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი" გადეცა.