„მშვიდობით, ბატონო კახი (კახო)! დიდი მადლობა მეგობრობისთვის!“, - ამის შესახებ ედმონდ მინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მსახიობი სრულიად საქართველოს უსამძიმრებს კახი კავსაძის გარდაცვალებას.
„განსაკუთრებულად მიყვარხართ! მუდმივად უდიდეს სიყვარულს, მეგობრობას, მხარდაჭერას და ყურადღებას ვგრძნობდი თქვენგან!!!
ბევრი დაუვიწყარი წელი გავატარე თქვენს გვერდით, რაც ჩემთვის უდიდესი პატივი და გაკვეთილია... დიდი მადლობა ყველაფრისათვის...
მშვიდად განისვენე, მეგობარო! ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს!!!“, - წერს მინაშვილი.