ავტორი გიორგი მამაცაშვილი
ტრაფარეტულად ჟღერს, მაგრამ...
ყველას ჩვენი წილი კახი გვავსებდა...
ჩემდა საბედნიეროდ, ხშირი ურთიერთობა მქონდა. ჯერ კიდევ გამომცემლობა "სამშობლოში" ჩვენი "ცხოვრების" წლებიდან...
ადრე, 2003 წლამდე, რამდენიმე წლის განმავლობაში, ზედიზედ - უნივერსიტეტში სწავლისას "აკადემიური" მქონდა აღებული. თითქმის ყველა შეხვედრისას ინტერესდებოდა ჩემი სწავლის ამბებით და მეც, "დაზეპირებულად", უკვე მერამდენედ ვპასუხობდი - აკადემიური მაქვს-მეთქი, აღებული... ერთხელაც, მომიტრიალდა და - გიორგი, ბიჭო, შენ აკადემიკოსი ყოფილხარ და ამას მიმალავდიო?!...
ბოლო წლებში თავყრილობებზე და ხალხმრავალ ადგილებში ვხვდებოდით, თუმცა, იყო გამონაკლისებიც და "რეპორტიორის" რედაქციაშიც არაერთხელ გაგვაბედნიერა თავისი სტუმრობით. ერთ-ერთი ბოლო სტუმრობაც "ბეღურების ქუჩა #17"- ის საახალწლო გადაღება იყო, Edmond Minashvili-მა მოგვიყვანა და კახი კავსაძის საოცარი სიმღერით იბედნიერა მთელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა. მეტიც: მიზეზებს ვიგონებდით და მისი "მრავალჟამიერი" რამდენიმე დუბლადაც ჩავწერეთ...
გასახსენებელი მართლაც ბევრია...
მოსაგონარი და საამაყო...
მშვიდობით, ბატონო კახი!
მშვიდობით, ლეგენდავ!