logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: მიშასგან დისტანცირების პროცესი ახალ ფაზაში შედის...
- +

28 აპრილი. 2021. 02:14

 

 

„საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  მიიღო საზოგადოების დიდი ნაწილისათვის მძიმე, მიუღებელი გადაწყვეტილება და შეიწყალა გიორგი (ჟორიკა) რურუა“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ეს კვლავ ის მომენტია, როცა საჭიროა ემოციების შეკავება და დაფიქრება იმაზე, რომ სახელმწიფოს გრძელვადიანი ინტერესებისათვის არაპოპულარული გადაწყვეტილება აუცილებელია.

ვუსურვებ ქალბატონ პრეზიდენტს და მის შემდგომ ჩვენი სახელმწიფოს სხვა მეთაურებს, რომ აღარ მიეღოთ მსგავსი, წინააღმდეგობებით აღსავსე გადაწყვეტილებები.

მოქმედი ხელისუფლება ასრულებს ევროპული პოლიტიკური შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს. ამ დროს კი, ძებნილი, მშიშარა სააკაშვილი ახალ პირობებს აყენებს და მის ხელშეუხებლობას ითხოვს.  ეგ ამბავი არ გამოვა, თავადაც იცის.

პოლიტიკურ გასტროლიორს რაც უფრო მალე ჩამოშორდებიან საღად მოაზროვნე პოლიტიკური აქტორები, მით უკეთესი ამ უკანასკნელთათვის. მიშასგან დისტანცირების პროცესი ახალ ფაზაში შედის...“, - აღნიშნავს აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner