მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მანანა კობახიძეს შენიშვნა მისცა, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გადაცემა "პრიორიტეტში" პასუხობს:
„მე არ წამიკითხავს სერიოზულ მედიაში, ყვითელი პრესა თუ წერს არ ვიცი. ბატონი ბიძინა არის ადამიანი, რომელსაც არ უჭირს საჯაროდ გააკრიტიკოს თავისი გუნდის წევრი. მასთან მქონდა ოფიციალურად, გარკვეულ ფორმატში, როცა ყველა ერთად შევიკრიბეთ, ნორმალური, ადამიანური ურთიერთობა. არავითარი საყვედური მისგან არ მიმიღია. საყვედურს ყველასგან მივიღებ, თუკი ეს იქნება ობიექტური.
ერთი რჩევა მომცა - ამ სკანდალებს და ბინძურ კამპანიას, რომელიც აგორებულია ჩემს მიმართ, ან გუნდის მიმართ, არ უნდა ავყვე, დრო არ დავხარჯო და არც კი ვუპასუხო, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ისმის...", - განაცხადა კობახიძემ.