logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ამ ვაჟბატონს აღარ უნდა ციხეში ჯდომა, გარეთ უნდა სეირნობა და სისულელეების ფრქვევა
- +

28 აპრილი. 2021. 16:20

 

„ნიკა მელიამ ბევრი იფიქრა თუ ცოტა, მიხვდა, რომ ოპოზიცია მაგრად „გაიხლართა“ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობაში“, - ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მჭედლიშვილის თქმით, ოპოზიცია ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობაში გაიხლართა და, მისივე თქმით, აღნიშნული კანონის მიღება შესაძლოა, გაიწელოს:

 

„ნიკა მელიამ ბევრია იფიქრა თუ ცოტა, მიხვდა, რომ ოპოზიცია მაგრად „გაიხლართა“ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობაში. თან ისე გაიხლართა, რომ ამნისტიის კანონის მიღება შეიძლება მაგრად გაიწელოს. ამ ვაჟბატონს კი აღარ უნდა ციხეში ჯდომა, გარეთ უნდა სეირნობა და სისულელეების ფრქვევა. ხოდა, ამიტომაც მოიმიზეზა „ოპოზიციის ერთანობის შენარჩუნება“ და მოითხოვა ამნისტიის კანონპროექტის გაწვევა.

 

უპრინციპობა თუ გინახავთ სადმე ან წაგიკითხავთ, სწორედ აი ასეთ უპრინციპობასთან გვაქვს ახლა საქმე.

 

ალამუთელი ვარო, მაგრამ დაიჭირეს. არ მინდა გირაოო, ახლა გირაოს ითხოვს. გაიწვიეთ დროზე კანონპროექტი, დროზე გირაოო! თუმცა ნიკა მელია არც პრინციპებით და არც ინტელექტით არასოდეს გამოირჩეოდა ადრეც, მაგრამ ის ზედგამოჭრილი ლიდერია ოპოზიციის,“ - წერს მჭედლიშვილი. 

right_banner right_banner
არქივი
right_banner