„პოლიტიკური უპრინციპობა და ირაციონალურობაა, როცა პარტიის თავმჯდომარე ამბობს ვერ დამიჭერთ, ბოლოს რა გამოვიდა? დააკავეს და ახლა გამოდის, დათანხმდა ევროკავშირის გირაოს,“ - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
ანალიტიკოსი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდაზე თანხმობასთან დაკავშირებით, უპრინციპობას უწოდებს.
„პოლიტიკური უპრინციპობა და ირაციონალურობაა, როცა ოპოზიციური [„ნაციონალური მოძრაობა“] პარტიის თავმჯდომარე ამბობს: ვერ დამიჭერთ, გირაოს არ გადავიხდი, არ გამოვალ. ბოლოს რა გამოვიდა? დააკავეს და ახლა გამოდის დათანხმდა რა ევროკავშირის გირაოს.
სააკაშვილის პარტიის შემდეგი ნაბიჯები იქნება ამნისტიის აღიარება, „მიტაცებული და გაყალბებული“ არჩევნების აღიარებაც და ოპოზიციის რანგში პარლამენტში ყოფნა 2024 წლამდე. ჩნდება შეკითხვა - რას ერჩიან საკუთარ მხარდამჭერებს, დაქირავებულ „სამოქალაქო“ აქტივისტებს, დასავლელ პარტნიორებს?“ - წერს აბაშიძე.