ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.
„ბატონმა ნიკანორმა:
-ვერ დამიჭერთ...
-ვადამდელ არჩევნებს დავნიშნავთ...
-არ გადავიხდი გირაოს...
-არ შევალთ პარლამენტში...
არადა...
-დაიჭირეს, ვადამდელის პერსპექტივა დასრულდა, გირაოს გადახდასაც აპირებს და პარლამენტშიც შევა.
სამწუხაროდ, ბატონი მელია უფრო გამჭრიახი პოლიტიკოსი მეგონა და ვერ წარმოვიდგენდი,თუ მხოლოდ სააკაშვილის „ტორპედოს“ ფუნქციას შეასრულებდა“, - წერს ქადაგიძე „ფეისბუქზე“.
ნიკა მელიამ აზრი შეიცვალა და განაცხადა, რომ ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ამნისტიის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და საკუთარ კანონპროექტებს ცალ-ცალკე დაარეგისტრირებენ.