logo_geo
eng_logo
სოფელ ნოღაში გზის მშენებლობა გრძელდება
- +

28 აპრილი. 2021. 16:30

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში, კიწიის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ნოღაში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

 

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურს თანამშრომლები ადგილზე გაეცნენ. 

 

პროექტის ფარგლებში დაიგება 2,400 მეტრი ასფალტ-ბეტონის საფარი. პროექტი ასევე ითვალისწინებს გრუნტის კიუვეტების, რკინა-ბეტონის არხების, გაბიონების, გზის გადამკვეთი ლითონის მილების, ლითონის ცხაურებისა და ეზოში შესასვლელების მოწყობას.

 

პროექტის ღირებულება 924 999 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბილდინგ გრუპ17“ ასრულებს. პროექტი გარდამავალია და 2021 წლის აპრილში დასრულდება.

 

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა, გზა ავარიულია და ადგილობრივებს გადაადგილებისას პრობლემებს უქმნის. აღნიშნული გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ მოსახლეობა კომფორტული და უსაფრთხო გზით ისარგებლებს.

 

საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner