საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, საფრანგეთში საქართველოს საელჩო საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
"საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! დღეს, 14 ივლისს, ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, შეგახსენებთ საელჩოში მოქმედი ცხელი ხაზის ნომერს +33 7 83 31 86 89. ასევე გთხოვთ, გვაცნობოთ თუ ფლობთ ინფორმაციას დაზარალებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.