logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: უგულავაც, მელიაც, რურუაც და თქვენც, ყველანი, წითელი კვერცხები ხართ!
- +

28 აპრილი. 2021. 17:47

 

 

საზოგადოებრივი ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობას აფასებს:

 

„უგულავა იმიტომ უნდა შეიწყალოთ, რომ პოლიტიკას სჭირდება!

 

მელია იმიტომ უნდა გამოუშვათ (გამოუშვათ კი არა, ჩოქბჯენში ეხვეწოთ, გამოდიო!), რომ პოლიტიკას სჭირდება!

 

რურუა იმიტომ უნდა შეიწყალოთ, რომ პოლიტიკას სჭირდება!

 

უკაცრავად, მაგრამ ცოტა ძალიან ხომ არ უბერავთ?!

 

იმ ხალხმა რა ქნას, ვის უკანაც პოლიტიკური პარტია და საერთაშორისო პატრონები არ დგანან?!

 

იქნებ, შერჩევითი სამართალი დავაკანონოთ?!

 

მაგალითად, პირდაპირ ჩავწეროთ, ვთქვათ, კონსტიტუციაში, რომ ადამიანების რაღაც კატეგორიას ყველაფრის უფლება აქვს!

 

თქვენი თავიც მიათვალეთ, ცხვრებო!

 

ეს რა ხალხია, გადაირევი, რა!

 

ვინა ხართ?! რა ხართ?! რატომ ხართ?!

 

  1. S. სამართლიანი, იცით, რა იქნებოდა?

 

უგულავას შეწყალების ნაცვლად, "ამნისტიის შესახებ" კანონი მიგეღოთ და ბიუჯეტის ყველა ქურდი გამოგეშვათ!

 

მელიასთვის თხოვნა-აჯის ნაცვლად, დროულად მიიღოთ "ამნისტიის შესახებ" კანონი და სახელმწიფო გადატრიალებისთვის ბრალდებულები პასუხისმგებლობისგან გაანთავისუფლოთ!

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner