მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე ინგა გრიგოლიას გადაცემაში დავით ფაცაციასა და ზვიად კუპრავას შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს:
„დათო ფაცაციაზე ხელის აღმართვას არ გაპატიებთ ნაცებო!
შინაგან საქმეთა სამინისტროს- ბოლომდე დააფარეთ ხელი ნაცებს, ჩვენს რისხვას ვერ აცდებიან, შეგიძლიათ წინასწარ აღძრათ სისხლის სამართლის საქმე ჩემს წინააღმდეგ კორცხელის ბიჭების მსგავსად!"- წერს ბრეგაძე.
ინგა გრიგოლიას დღის ამბების დასრულების შემდეგ, გადაცემის სტუმრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
დებატების დასრულების შემდეგ გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა ზვიად კუპრავამ, მეორე სტუმარს "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველო"-ს ლიდერს დავით ფაცაციას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
დაპირისპირება სტუდიის გარეთ რამდენიმე წუთს გაგრძელდა.