logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: არ გაპატიებთ ნაცებო!.. შეგიძლიათ წინასწარ აღძრათ სისხლის სამართლის საქმე ჩემს წინააღმდეგ!
- +

15 ივლისი. 2016. 02:54



მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე ინგა გრიგოლიას გადაცემაში დავით ფაცაციასა და ზვიად კუპრავას შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს:


 

„დათო ფაცაციაზე ხელის აღმართვას არ გაპატიებთ ნაცებო!

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს- ბოლომდე დააფარეთ ხელი ნაცებს, ჩვენს რისხვას ვერ აცდებიან, შეგიძლიათ წინასწარ აღძრათ სისხლის სამართლის საქმე ჩემს წინააღმდეგ კორცხელის ბიჭების მსგავსად!"- წერს ბრეგაძე.



ინგა გრიგოლიას დღის ამბების დასრულების შემდეგ, გადაცემის სტუმრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.


დებატების დასრულების შემდეგ გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა ზვიად კუპრავამ, მეორე სტუმარს "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველო"-ს ლიდერს დავით ფაცაციას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.


დაპირისპირება სტუდიის გარეთ რამდენიმე წუთს გაგრძელდა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner