„ნამდვილად არ არის მაგის პრობლემა, რომელი ჰალსტუხიც მოეწონება, გავუგზავნი“, - ასე პასუხობს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას.
„მინდა დაგიდასტუროთ, რომ ის მართლაც განიცდიდა და ნერვიულობდა ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით, მათ შორის თავის ოპოზიცონერ კოლეგებთან ჰქონდა კამათი და ის დაამშვიდეს. ნამდვილად არ არის მაგის პრობლემა, რომელი ჰალსტუხიც მოეწონება, მას გავუგზავნი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძემ რამდენიმე დღის წინ ასეთი განცხადება გააკეთა: „კინაღამ ჰალსტუხი მოვახიე არჩილ თალაკვაძეს და კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავედი. თუ არ გჯერათ ეს, დაადასტურებენ სხვებიც, ვინც იმ შეხვედრაზე იყო. ეს დაპირისპირება იყო ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით, თუ ვისზე უნდა გავრცელებულიყო და რა უნდა ყოფილიყო“