logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: გიორგი ვაშაძეს რომელი ჰალსტუხიც მოეწონება, იმას გავუგზავნი, არ არის პრობლემა
- +

28 აპრილი. 2021. 19:14

 

 

„ნამდვილად არ არის მაგის პრობლემა, რომელი ჰალსტუხიც მოეწონება, გავუგზავნი“, - ასე პასუხობს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას.

 

„მინდა დაგიდასტუროთ, რომ ის მართლაც განიცდიდა და ნერვიულობდა ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით, მათ შორის თავის ოპოზიცონერ კოლეგებთან ჰქონდა კამათი და ის დაამშვიდეს. ნამდვილად არ არის მაგის პრობლემა, რომელი ჰალსტუხიც მოეწონება, მას გავუგზავნი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძემ რამდენიმე დღის წინ ასეთი განცხადება გააკეთა: „კინაღამ ჰალსტუხი მოვახიე არჩილ თალაკვაძეს და კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავედი. თუ არ გჯერათ ეს, დაადასტურებენ სხვებიც, ვინც იმ შეხვედრაზე იყო. ეს დაპირისპირება იყო ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით, თუ ვისზე უნდა გავრცელებულიყო და რა უნდა ყოფილიყო“

right_banner right_banner
არქივი
right_banner