logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: „ნაცმოძრაობის“ დნმ, გენეტიკური კოდი არის დესტაბილიზაცია, არეულობა და სწორედ ამის თავისმოხვევას ცდილობდნენ ისინი ოპოზიციაზე
- +

28 აპრილი. 2021. 20:31

 

 

„დღესაც ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ანტისისტემური პოლიტიკური პარტია. ვგულისხმობ იმას, რომ ის დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ არის მიმართული. კიდევ ერთხელ ვამბობ, მათი დნმ, გენეტიკური კოდი არის დესტაბილიზაცია, არეულობა და სწორედ ამის თავისმოხვევას ცდილობდენ ისინი სხვა ოპოზიციაზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

„მას შემდეგ, რაც ფიასკოთი დაასრულეს პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესი და მათი ხელოვნური კრიზისი, დესტრუქციული გეგმა გაკოტრდა ოფიციალურად, მათ აქვთ რამდენიმე წაგებული თამაში, წაგებული სცენარი და შეუძლიათ აქედან ერთ-ერთი აირჩიონ. ერთი, უკვე ხედავთ, რაც ხდება - ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ „არ გადავიხდი, ვერ დამიჭერენ“ და ამას ძალიან პრინციპულად ამბობდა, ადამიანი, რომელმაც ქვეყანა ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში მას შემდეგ, რაც ევროკავშირი გამოვიდა და თქვა, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ გადაგიხდით ამ გირაოს, ამ პრინციპული განცხადების შემდეგ, მან თქვა, მზად ვარ გირაო მივიღოო, ჯერ თქვა, რომ თავდებში თუ დამიდგებიან ევროპარლამენტარებიო და ნახა, რომ იქედან გამოხმაურება არ იყო. მერე თქვა, რომ ევროკავშირის გირაოს დავთანხმდები, თუ პარლამენტი ამნისტიას არ მიიღებსო ანუ, თუ ამ შეთანხმებას დაარღვევთ, მზად ვარ, გამოვიდეო. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ წაგებული თამაში, მელიაა მთავარ როლში.

 

მეორე სცენარია ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ ჩაერთვება საპარლამენტო პროცესში. ესეც კიდევ უარესად წაგებული თამაშია და უარესად გაკოტრდებიან“,-განაცხადა თალაკვაძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner